''დინამო'' ბათუმისა და წყალტუბოს ''სამგურალის'' მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

09 ნოემბერი 2022, 10:15 1239 ნახვა

ეროვნული ლიგის 34 -ე ტურის შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმი საკუთარ მოედანზე წყალტუბოს ''სამგურალს'' უმასპინძლებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ რეალიზაცია "biletebi.ge"-ზე დღეს დილის 10:00 საათიდან დაიწყო. სტადიონის მდებარე სალაროებში კი ბილეთები 10 ნოემბრიდან გაიყიდება. ბილეთის ფასი 50 თეთრია.

გასული 33 ტურის შემდეგ ''დინამო'' ბათუმი ეროვნულ ლიგაში 73 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ ''დინამო'' თბილისს 2 ქულით ჩამორჩება. წყალტუბოს ''სამგურალს'' 53 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

''დინამო'' ბათუმისა და წყლტუბოს ''სამგურალის'' დაპირისპირება 12 ნოემბერს 19:00 საათზე დაიწყება. ეროვნული ლიგა გადამწყვეტ ფაზაშია და 3 ტურის შემდეგ დასრულდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში