გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროთი გაიზარდა

08 ნოემბერი 2022, 10:02 845 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური "ვალენსიას" მეკარის გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროთ გაიზარდა და 25 მილიონი გახდა. სამენეჯერო პორტალმა "transfermarket"-მა ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების ღირებულები გაანახლა.

ამ დროისთვის მამარდაშვილი თავისი სატრანსფერო ფასით "ვალენსიას" შემადგენლობაში მხოლოდ გუნდის კაპიტან ხოსე გაიას ჩამორჩება. ბოლო განახლება "ლა ლიგაში" 23 სექტემბერს იყო და დაახლოებით თვენახევრის შემდეგ 22 წლის ქართველი ფეხბურთელის ღირებულება 5 მილიონით გაიზარდა. წელიწადნახევრის წინ კი გიორგის ფასი თბილისის ‘’ლოკომოტივში’’ ყოფნისას მხოლოდ 800 000 ევრო იყო და მას შემდეგ 31-ჯერ გაიზარდა.

მამარდაშვილი ქართველ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ჩამორჩება, რომლის სატრანსფერო თანხა 35 მილიონი ევროა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი