ილია დარჩიაშვილი ფრანგ კოლეგას შეხვდა

07 ნოემბერი 2022, 14:00 435 ნახვა

კონფერენციის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს კატრინ კოლონას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შარმ-ელ-შეიხში გამართულ შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო ურთიერთობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული პოლიტიკური დიალოგის ფორმატითაა გამყარებული.  

უწყების ცნობით, ხაზი გაესვა აღნიშნული ფორმატის დიდ პოტენციალს ორმხრივი ურთიერთობის განვითარების კუთხით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი