ქედის საკრებულოს ორი წევრი „ხალხის ძალას“ შეუერთდა

07 ნოემბერი 2022, 14:26 791 ნახვა

''ქართული ოცნების'' რიგები ქედის საკრებულოდან ორმა წევრმა დატოვა. სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ხარაძე და საკრებულოს წევრი  მზია ბოლქვაძე „ხალხის ძალას“ შეუერთდნენ. გადაწყვეტილებას მათ იდეოლოგიასთან დაახლოებით ხსნიან.  დღეს  კი საკრებულოს სხდომაზე სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ისევ ოთარ ხარაძე აირჩიეს.   

არჩევნებს ფარსი უწოდა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს. ოპოზიციამ არამიზნობრივ ხარჯვად შეაფასა ტენდერებიდან მიღებული შემოსავლების გადანაწილება.   

ქედის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, კი შემოსავლები ხელფასების გარდა ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და კულტურულ პროგრამებს მოხმარდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი