კლიმატის რიგით 27-ე კონფერენცია ეგვიპტეში

07 ნოემბერი 2022, 11:49 380 ნახვა

ომით გამოწვეული ენერგოკრიზისი, ექსტრემალური კლიმატი მთელ მსოფლიოში და მეცნიერების გაფრთხილებები, რომ კაცობრიობა პლანეტის მომავლის გადასარჩენად საკმარისს არ აკეთებს. ამ ყველაფრის ფონზე გაეროს კლიმატის რიგით 27-ე კონფერენცია გაიხსნა ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხში. 

ღონისძიება  ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ყოველწლიური კონფერენციაა კლიმატის ცვლილებებზე, რომელიც 1994 წლიდან იმართება და მასში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს. მას საფუძვლად უდევს 1994 წელსვე 197 სხვადასხვა ქვეყნის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც მხარეები თანხმდებიან, რომ მოახდენენ ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის სტაბილიზაციას, რათა კლიმატის ცვლილებამ საშიშ ნიშნულს არ მიაღწიოს.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი საკითხი დასახულ გეგმებისა და შეთანხმებების დანერგვა და სისრულეში მოყვანაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში