შეცდომების მიუხედავად, თამაშით კმაყოფილი ვარ - ლევან მაისაშვილი

07 ნოემბერი 2022, 10:38 1058 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბერის ტესტების პირველ შეხვედრაში "დინამო არენაზე" ურუგვაის ნაკრები მიიღო და 34:18 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა რომ მიუხედავად შეცდომებისა თამაშით კმაყოფილი არის.

"მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა შეცდომები და ბევრი ჯარიმა ავიღეთ, თამაშით კმაყოფილი ვარ. მოთამაშეები ჩქარობდნენ და შეცდომებიც ამის შედეგი იყო. ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო და დარწმუნებული ვარ მომდევნო შეხვედრაში ამდენი შეცდომა და ჯარიმა აღარ იქნება. თამაშის არცერთ ეტაპზე სადავეები ხელიდან არ გაგვქცევია. იყო სამწუხარო მომენტები, როდესაც არასისტემურად ვითამაშეთ, მაგრამ მალევე დავბრუნდით. ახალგაზრდული გუნდი ვართ და ტექნიკური წუნი თუ შეცდომები ამის შედეგია, რომელიც აუცილებლად გამოსწორდება. კარგია რომ გავიმარჯვეთ და თამაშიდან თამაშამდე განვვითარდებით. მადლობა ბიჭებს, სამწვრთნელო შტაბს და რა თქმა უნდა გულშემატკივარს. ეს კვირა მხოლოდ სამოაზე ვიფიქრებთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავერთვებით უელსზე. კუნძულელებს ახასიათებთ თამაშების ჩაგდება და სამოას იტალიასთან მარცხმა არ უნდა მოგვატყუოს. ამ გადასახედიდან საგანგაშო ტრავმა არავის აქვს და ვიმედოვნებ მომდევნო შეხვედრას ყველა მორაგბე მზადყოფნაში შეხვდება“. - განაცხადა მაისაშვილმა.

საქართველოს ნაკრები ნოემბერს ტესტების ფარგლებში "დინამო არენაზე" სამოას უმასპინძლებს. მატჩი 12 ნოემბერს 18:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში