საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბერის ტეტსების პირველ შეხვედრაში "დინამო არენაზე" ურუგვაის ნაკრები მიიღო და 34:18 დაამარცხა.
"ბორჯღალოსნებმა" ამ მატჩში 4 ლელო დადეს. 3-ჯერ თავი გორგაძემ გამოიჩინა, ხოლო ერთი ლელო პაპიძის ანგარიშზეა.
ყველა გარდასახვა ზუსტად შეასრულა თედო აბჟანდაძემ, ასევე მის ანგარიშზე 2 ზუსტად შეასრულებული ჯარიმაა.
საქართველოს ნაკრები ნოემბერის ტესტების ფარგლებში "დინამო არენაზე" სამოას უმასპინძლებს.
მატჩი 12 ნოემბერს 18:00 საათზე დაიწყება.