ერთწლიანი პაუზის შემდეგ ქობულეთის "შუქურა" ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა.
რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა გუნდმა ელიტაში დაბრუნება ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მოახერხა.
ეროვნული ლიგა 2-ის 29-ე ტურის შეხვედრაში "შუქურამ" გასვლაზე თბილისში "სპაერთან" ფრედ 0-0 ითამაშა.
ქობულეთური გუნდი ამ დროისთვის 54 ქულას აგროვებს და მეორე ადგილზე მყოფ "სპაერს" 12 ქულით უსწრებს.
მომდევნო ტურში "შუქურა" 13 ნოემბერს "სამტრედიას" უმასპინძლებს.