ევროკომისიის 12 დავალებიდან რიგით მე-3 - სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე მოამზადა. დოკუმენტი 6 პუნქტისგან შედგება, მათ შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება, ასევე რაიონული ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გამწესების წესი.
მიუხედავად იმისა, რომ საკომიტეტო მოსმენები ჯერ არ დაწყებულა, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა უკვე მოჰყვა.
ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი, მათ შორის იმ პარტიებიდან, რომლებიც სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობენ ცვლილებებს ფასადურს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ ეს ვერ უზრუნველყოფს იმ პრობლემების აღმოფხვრას რაც რეალურად სასამართლო სისტემაში არსებობს. ოპოზიციის არგუმენტებს არ იზიარებენ მმართველ გუნდში.
''ქართულ ოცნებაში'' ამბობენ, რომ ოპოზიციამ საბოტაჟის გზა აირჩია და ერთი მიზნისთვის იბრძვის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს.