ქედა-მერისის საავტომობილო გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო სპეციალისტების რეკომენდაციით მოძრაობა შეჩერებულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მერისის მოსახლეობა მეწყერების სრულ გაწმენდამდე შემოვლითი გზებით ისარგებლებს.
ადგილზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად გეოლოგები იმყოფებიან.
გეოლოგიური სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სამივე მეწყერი აქტიურია და სამუშაოები განსაკუთრებული სიფრთხილით მიმდინარეობს.