საფრანგეთის ქალაქ ანჟერში 4-5 ნოემბერს გრან პრის მესამე ეტაპი გაიმართა, რომელშიც ქართველმა მოციგურავეებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ქართველი სპორტსმენები სამ კატეგორიაში ასპარეზობდნენ .
მათი შედეგები კი ასეთია :
კარინა საფინა- ლუკა ბერულავა ( სპორტული წყვილი) , 162,44 ქულა - მე- 5 ადგილი ( გრან პრის საეტაპო რეიტინგში 7 ქულა)
ნიკა ეგაძე ( ვაჟები) - 233,40 ქულა - მე- 5 ადგილი ( გრან პროს საეტაპო რეიტინგში - 7 ქულა)
მარია კაზაკოვა-გიორგი რევია ( სპორტული ცეკვები) - 173,05 ქულა, მე- 6 ადგილი ( გრან პრის საეტაპო რეიტინგში 5 ქულა)
გრან პრის შემდეგი ეტაპი დიდ ბრიტანეთში 11-13 ნოემბერს გაიმართება ,სადაც მორის ყვითელაშვილი, ანასტასია გუბანოვა, ანასტასია მეტელკინა - დანიილ პარკმანის დუეტი და მარია კაზაკოვა- გიორგი რევიას წყვილი იასპარეზებს.