პუტინის ომი უკრაინაში

05 ნოემბერი 2022, 14:10 490 ნახვა

უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები უკვე 255-ე დღეა გრძელდება. გვიან რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ენერგოდარიდან დნეპროპეტროვსკის სამ თემს ცეცხლი გაუხსნეს. დნეპროპეტროვსკის სამხარეო პოლიციის განყოფილების უფროსის განცხადებით, ნიკოპოლში მტერმა 40 ჭურვი ჩამოაგდო.

ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით დაზიანებულია ათობით  მრავალსართულიანი და კერძო სახლი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.რუსეთი ასევე განაგრძობს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმას, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

ვოლოდიმირ ზელენსკი  რუსეთის არმიას, ირანული უპილოტო „შაჰედ 136“-ის გამოყენების გამო, „ენერგეტიკულ ტერორიზმში“ ადანაშაულებს. რაც შეეხება  უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებას -, გასული დღის განმავლობაში, სამხრეთის ფრონტზე, ბერისლავისა და ხერსონის ტერიტორიებზე, რუსული ძალების საბრძოლო მასალების 3 საწყობი გაანადგურეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი