გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი

05 ნოემბერი 2022, 11:00 952 ნახვა

გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა ბათუმში. ტრადიციული ფესტივალი წელს მეჩვიდმეტედ იმართება. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპეციალისტები მონაწილეობენ, რომლებიც მომდევნო ორი დღის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციის ფორმატში თანამედროვე გამოწვევების შესახებ იმსჯელებენ. ფესტივალი ორი პროექტის პრეზენტაციით გაიხსნა.

გახსნის ცერემონიალზე წარმოდგენილი იყო ფოლკლორული აუდიოჩანაწერების კატალოგი, რომელიც რადიო აჭარის არქივში დაცული მუსიკალური ნიმუშებით შეიქმნა.

ფესტივალის ორგანიზატორებმა მაყურებელს ასევე გააცნეს ანსამბლ “იალონის“ აუდიო ალბომი, რომელშიც ხალხური და ქალაქური სიმღერების გარდა, საეკლესიო საგალობლები შედი. სულ 50 მუსიკალური ნომერი.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი