საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმი გასვლაზე ''თელავს'' დაუპირისპირდება.
ამ დროისთვის ბათუმელებს 70 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე იმყოფებიან , ხოლო თელაველები კი 34 ქულით მე-7 პოზიციას იკავებენ.
მატჩი 5 ნოემბერს თელავში ''კავკასიონი არენაზე'' 18:00 საათზე დაიწყება, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც მთავარი 18 საათზე ეთერში არ გავა.
ბათუმელთა მთავარი კონკურენტი ''დინამო'' თბილისი რომელიც 2 ქულით წინ იმყოფება 6 ნოემბერს გასვლაზე თანაქალაქელ ''ლოკომოტივს'' ეთამაშება.