გალიფ ოზთურქის სასამართლო პროცესი

04 ნოემბერი 2022, 19:52 971 ნახვა

გალიფ ოზთურქის საქმეზე, დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის შვიდ მოწმეს მოუსმინეს. მათგან ნაწილი ის პირები იყვნენ, რომლებმაც ბათუმში ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე მდებარე შენობის მე-18, მე-19 სართულზე ბრალდებულის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში აზომვითი ნახაზები შეადგინეს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებამ ბრალდებულის საკუთრებაში არსებული  ის ბინებიც გაჩხრიკა, რომელზეც არ არსებობდა სასამართლოს განჩინება. საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდების მხარე. სხდომას გალიფ ოზთურქი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დასწრებია. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში