პრემიერ-მინისტრი IMF-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

04 ნოემბერი 2022, 17:39 477 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი IMF-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობაზე. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამას, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.  მთავრობის მეთაურმა ჯეიმს ჯონს საქართველოს განვითარებისა და რეფორმების გზაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი