საკონსტიტუციო სასამართლო ნოტარიუსის სარჩელს განიხილავს

04 ნოემბერი 2022, 14:21 519 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო  განმწესრიგებელ სხდომაზე   იუსტიციის მინისტრის იმ ბრძანებაზე მსჯელობს, რომლის საფუძველზეც  2020 წელს   ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსად მუშაობის პერიოდში  დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა.

მოსარჩელის განმარტებით, მან არასამუშაო დღეს სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით  მოსაზრება  დააფიქსირა, რაც პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევად ჩაუთვალეს და მის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო. 

მოსარჩელე გასაჩივრებული ნორმების ბათილად ცნობას ითხოვს და მიიჩნევს, რომ ის  ნოტარიუსს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს.

ბაჩანა შენგელიას ინტერესს საკონსტიტუციო სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მოპასუხე მხარეს  მედიასთან იუსტიციის სამინისტროს პოზიცია არ დაუფიქსირებია.   

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში