საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილე

04 ნოემბერი 2022, 11:18 536 ნახვა

საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის   30 წლის იუბილე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით გალა კონცერტი გაიმართა ბათუმში. მაყურებლის წინაშე ქართველი და ავსტრიელი მუსიკოსები ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებით წარსდგნენ.

ქართული მხარის განცხადებით,  ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მრავალმხრივია, განსაკუთრებით მჭიდროა ურთიერთობა პოლიტიკურ-ეკონომიკური, განათლებისა და კულტურის მიმართულებით. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია მეგობარი ხალხის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში. 

საიუბილეო საღამოს მთავრობის წევრებთან ერთად ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი ესწრებოდა. სიტყვით გამოსვლისას დიპლომატმა ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა, მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს სუვერენიტეტისადმი, დაგმო რუსეთის აგრესია და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი