ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერს მეორე წრეში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ ლორენცო მუზეტისთან ორ სეტში 4:6, 2:6 დამარცხდა.
შეხვედრა საათსა და 11 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 4 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მეტოქის მოწოდება ერთადერთხელ მოიგო, თავად კი 4-ჯერ დათმო საკუთარი მოწოდება.
შეგახსენებთ, რომ "Rolex Paris Masters"-ის პირველ წრეში ნიკამ ქუენტინ ჰალისის 6:3, 6:4 მოუგო და 9 მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა.