აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი 507 მლნ ლარი იქნება

02 ნოემბერი 2022, 15:00 757 ნახვა

2023 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი ნახევარ მილიარდზე მეტი იქნება. რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 507 მილიონი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის კანონპროექტი განსახილველად უკვე გადაიგზავნა  აჭარის უმაღლეს საბჭოში. 

დოკუმენტს დეპუტატები შეისწავლიან, მოამზადებენ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, მოგვიანებით კი მათ გასათვალისწინებლად ისევ მთავრობას დაუბრუნებენ.  

მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დღეს ბიურომ განსახილველად კომიტეტებში ჩაუშვა.

ასევე დეპუტატებს გადაეცათ მიმდინარე წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიში.

დღესვე  ბიუროს წევრებმა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი