ზღვაში ახალგაზრდა ტურისტი გადახტა-ზღვაზე ძლიერი შტორმია

01 ნოემბერი 2022, 21:08 1721 ნახვა

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. პირველადი ინფორმაციით პირსიდან ზღვაში ახალგაზრდა კაცი გადახტა.

შემთხვევა 19:00 საათზე მოხდა.  თვითმხილველთა ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ტურისტი, ნასვამ მდგომარეობაში იყო და საბანაოდ ზღვაში შევიდა, ტანსაცმელი კი თანმხლებ წყვილს დაუტოვა.

"მოქალაქე მოვიდა ჩემთან სამუშაო ადგილას და რუსული აქცენტით მითხრა, რომ ზღვაში კაცი იხრჩობოდა. თანმხლებ  ქალს და კაცს ხელში ამ ადამიანის ტანსაცმელი ეჭირათ. მოვიდა სასწრაფოც, სამაშველოც. პოლიციამ ეს წყვილი გამოკითხვაზე წაიყვანა, მეტი არაფერი ვიცი",-აცხადებს თვითმხილველი.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა სამძებრო სამუშაოები ძლიერი შტორმის გამო არ დაწყებულა. როგორც ბულვარში გვითხრეს თვითმხილველები პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.

შსს-გან ინფორმაციას ამ დრომდე ველოდებით.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში