დღეს "ნაპოლი" გასვლაზე "ლივერპულს" დაუპირისპირდება

01 ნოემბერი 2022, 10:47 759 ნახვა

დღეს ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი მე-6 ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" გასვლაზე "ენფილდზე" "ლივერპულს" ესტუმრება.

5 ტურის შემდეგ ნეაპოლელებს 15 ქულა აქვთ და ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო "ლივერპული" 12 ქულით მეორე პოზიციაზეა. ორივე გუნდმა ფელიოფის საგზური უკვე მოიპოვა, თუმცა ამ მატჩის შემდეგ გაირკვევა, ვინ გავა პირველი ადგილით.

პირველი ადგილის შენარჩუნებისთვის სპალეტის გუნდმა დღეს 4 და მეტი ბურთით არ უნდა წააგოს.

ეს შეხვედრა დღეს თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიამ 5 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 2 გოლი, 3 საგოლე გადაცემა და 1 მოპოვებული პენალტია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში