საქართველოს პირველმა ჩოგანმა პარიზის 1000 ქულიან მასტერსზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო.
ნიკამ პირველ წრეში მასპინძელ ფრანგ ქვენტინ ჰალისს ორ სეტში 6:3, 6:4 მოუგო და 9 მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ხორვატ მარინ ჩილიჩსა და იტალიელ ლორენცო მუსეტის შორის გაირკვევა.