საქართველოს ეროვნული ლიგა ორის 24-ე ტურის შეხვედრაში ქობულეთის "შუქურამ" ფოთში თბილისის "მერანი" მიიღო და მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი 47-ე წუთზე პენალტიდან ზურაბ მუსელიანმა გაიტანა და "შუქურას" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა.
ამ დროისთვის ქობულთის "შუქურას" 53 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება.
დარჩენილ 4 ტურში კი რევაზ გოცირიძის გუნდს ერთი ფრეც ეყოფა, რომ ეროვნული ლიგის საგზური პირდაპირი წესით მოიპოვოს.
მომდევნო ტურში 6 ნოემბერს "შუქურა" გასვლაზე "სპაერს" ესტუმრება.