იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის მატჩში "ნაპოლიმ" "სასუელო" მიიღო და მარტივად 4-0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ ერთი გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ლუჩანო სპალეტიმ და განაცხადა რომ კვარაცელიას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. იტალიელმა სპეციალისტმა ასევე განაცხადა, რომ ხვიჩას ტრამვა საგანგაშო არ არის და ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ჯამში 16 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 8 გოლი, 8 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული თერთმეტმეტრიანია. მომდევნო შეხვედრას "ნაპოლი" 2 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში " ენფილზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავს. ხვიჩა კვარაცხელიას შეხვედრას უამრავი ქართველი გულშემატკივარი დაესწრო, მატ შორის ფეხბურთელის მხარდასაჭერად სპეციალურად ბორჯომიდან მამა იოანე ხეცურიანი მისი მრევლით ჩავიდა. ქართული დიასპორის მოედანზე გამოჩენას იტალიელი ქომაგების ოვაციები მოჰყვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები არც ხვიჩა კვარაცხელიას გამორჩენია, ფეხბურთელი მათთან მივიდა და საკუთარი მაისური უსახსოვრა.