ეროვნული ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმმა საკუთარ მოედანზე თბილისის ''ლოკომოტივი'' მიიღო 4-2 დაამარცხა.
ანგარიში მე-14 წუთზე ფლამარიონმა გახსნა და ბათუმელები წინ გავიდნენ.
36-ე წუთზე პენალტი ლადო მამუჩაშვილმა გამოიყენა და სხვაობა გაზარდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში თბილისელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, გოლი კახაბრიშვილმა გაიტანა.
65-ე წუთზე რადინის გადაცემა ტეიდიმ გოლით დააგვირგვინა და ანგარიშში სხვაობა ისევ ორ ბურთიანი გახდა.
82-ე წუთზე ზარიას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ კი პირტახიას და ავტოგოლით ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა.
შეხვედრის ბოლო წუთზე გეგა დიასამიძემ ''ლოკოს'' შემადგენლობისან მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანაგრიში 4-2 დააფიქსირა.
32 მატჩის შემდეგ ბათუმელებს 70 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე იმყოფებიან.
სატურნირო ცხრილის ლიდერი კი ისევ ''დინამო'' თბილისისა, რომელსაც 72 ქულა აქვს.
მომდევნო ტურში გეგუჩაძის გაწვრთნილი ბათუმელები 5 ნოემბერს გასვლაზე ''თელავთან'' ითამაშებენ.