იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის მატჩში "ნაპოლიმ" "სასუელო" მიიღო და მარტივად 4-0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ 1 გოლით და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ლუჩანო სპალეტიმ და განაცხადა რომ კვარაცელიას ყველაფერის გაკეთება შეუძლია.
"კვარაცხელია იდეალურია, მან ყველაფერის გაკეთება იცის. ის ძალიან კარგი ბიჭია.
ხვიჩას წყალობით ბურთის დაბრუნება ჩვენთვის უფრო მარტვი ხდება" - თქვა სპალეტიმ.
იტალიელმა სპეციალისტმა ასევე განაცხადა, რომ ხვიჩას ტრამვა საგანგაშო არ არის და კარგად გრძნობს თავს.
ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ჯამში 16 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 8 გოლი, 8 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული თერთმეტმეტრიანია.
მომდევნო შეხვედრას "ნაპოლი" 2 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში " ენფილზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავს.