დის მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ალადაშვილი დუმილს არ არღვევს, დღეს სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც დაკავებულს აღკევთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი აცხადებს, რომ არ ახსოვს, თუ რა და როგორ მოხდა. ალადაშვილის ადვოკატის, მარიამ პაპოშვილის განმარტებით, ბრალდებული მომხდარს ძალიან განიცდის და შოკირებულია, აცხადებს, რომ მას მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს. 3 დღის წინ, სიღნაღის რაიონში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულს, სასჯელის სახედ და ზომად ათიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.