პროკურატურამ 10 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებული იძულების და მუქარის ფაქტებზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, თბილისში, ბრალდებული ბინაში მარტო მყოფ არასრულწლოვანს კარზე ხელის და ფეხის დარტყმით აიძულებდა კარის გაღებას. ხოლო მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანი ვერ დაითანხმა, კარის შემტვრევით დაემუქრა.