საკრებულოს სხდომა ქედაში

28 ოქტომბერი 2022, 14:50 608 ნახვა

საკრებულოს სხდომა გაიმართა ქედაში, რომელიც დაწყებისთანავე დატოვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, პროტესტის მიზეზი ქართული ოცნების მხრიდან მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით განსხვავებაა. დავით სირაბიძე ამბობს, რომ ამის მაგალითი მათ ამომრჩევლებთან  შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებია.სირაბიძემ სხდომაზე შესაბამისი მაგალითები დაასახელა. ფაქტებს და წარმოდგენილ ფოტომასალას სიცრუეს უწოდებს საკრებულოს თავმჯდომარე. ამირან ცინცაძის თქმით, შეჩერებული სამუშაოების მიზეზი კომპანიის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობაა. გარდა ამისა, სხდომაზე მხარი დაუჭირეს დაბა ქედაში პროფესორ ვახტანგ პაპუნიძის ბიუსტის განთავსების საკითხს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი