აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სოფელ ფერიაში იმყოფებოდა. თეა ახვლედიანი ფერიის მოსახლეობას და სკოლის უფროსკლასელებს შეხვდა და აფხაზური ენის დღე მიულოცა. თეა ახვლედიანმა აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციისა და ადგილზე მიმდინარე გაძლიერებული რუსიფიკაციის პირობებში, აფხაზური ენის გადარჩენის და პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს თეა ახვლედიანმა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობისა და როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსწავლეებთან ერთად სკოლის ეზოში სიმბოლურად ხე დარგო. გაიმართა ასევე სპექტაკლი "სამოთხის ბილეთი", რომელიც მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის "დედას" მიხედვით დადგეს და მასში გამოყენებული იყო აფხაზურენოვანი სიმღერები და პერფორმანსები.