მიუნხენში გამართულ მშვილდოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ციკო ფუტკარაძემ ევროპის მესამე თამაშების ლიცენზია მოიპოვა. სალიცენზიო ტურნირში სპორტსმენი საკვალიფიკაციო შედეგით პირველ ადგილზე გავიდა.
სპორტსმენი მეოთხედ ფინალში ფინელ სპორტსმენს შეხვდა, რომელიც დამატებით გადასროლაში დაამარცხა. შემდეგ ბელგიელი სპორტსმენი დაამარცხა ანგარიშით - 6:2; ფინალურ შეხვედრაზე კი აზერბაიჯანელი სპორტსმენი, ფინელის მსგავსად, დამატებით გადასროლაში დაამარცხა და მოიგო ევროპის მესამე თამაშების ლიცენზია.
აჭარის განათლების სამინისტროში სპორტსმენთან შეხვედრა გაიმართა.