გამოფენა ძმები ნობელების მუზეუმში: რძის პროდუქტების დამზადების აჭარული ტექნოლოგიები

24 ოქტომბერი 2022, 18:20 1234 ნახვა

რძის პროდუქტების დამზადების ტექნოლოგიური მრავალფეროვნება აჭარაში ნობელების მუზეუმი დღეს  მაღალმთიან აჭარას დაეთმო. მუზეუმის სტუმრებს გააცნეს და ადგილზე დააგემოვნებინეს ტრადიციული მეთოდით  მიღებული რძის პროდუქტები და მისგან დამზადებული აჭარული კერძები. ბორანო, სინორი, ჩლეჩილი ყველი და ყურუთი - ამ ყველაფერთან ერთად  საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო  ტრადიციული ჭურჭელი, რომელსაც აჭარაში იყენებდნენ. მუზეუმის დამთვალიერებლებს შორის დღეს სკოლის  მოსწავლეები და სტამბოლში შოთა რუსთაველის სახელობის  ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლები იმყოფებოდნენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი