საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართა ბათუმში. მაყურებელმა მოუსმინა აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ “ბათუმს“, აკადემიურ ანსამბლ“ არსიანს, ასევე სოლო შემსრულებლებს. ანსამბლ „ხორუმის მოცეკვავეებმა კი ცეკვა აჭარული და ხორუმი წარმოადგინეს.
ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ბალეტის სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა ჯოზეფ ბაიერის „ცეკვა ყვავილებით“ და „ქალაქურით“ წარსდგნენ.
საღამო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა.
კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.