საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა

24 ოქტომბერი 2022, 15:00 510 ნახვა

ერთობლივ განცხადებამდე  ირაკლი ღარიბაშვილი  ილჰამ ალიევს პირისპირ  ფორმატში შეხვდა. მთავრობის ინფორმაციით,  მხარეებმა  საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვეს ხაზი.  

ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით  თანამშრომლობას.   

გამოითქვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების მზადყოფნა.

ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი