ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელვაჩაურის ორგანიზაცია აჭარის მთავრობას ხელვაჩაურის ყოფილი მერის და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას სთხოვს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიშა ბოლქვაძის განცხადებით ხელვაჩაურში ათეული მილიონი ლარი დაიხარჯა ტენდერებში, პროექტები კი არ შესრულდა.
მაგალითისთვის ის ასახელებს წყლის სისტემების რეაბილიტაციას, რომლებშიც ჯამში 22 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მიშა ბოლქვაძის განცხადებით, რამდენიმე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ისჯებიან დაბალი რანგის საჯარო მოხელეები.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ამ განცხადებას პროვოკაციული უწოდა. თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებს და მათ კორუფციის ნიშნების ძებნა მათსავე პარტიაში ურჩია.