მოძრაობა "ხალხის ძალას" 200-მდე ახალი წევრი შეემატა - სოზარ სუბარი

24 ოქტომბერი 2022, 14:35 624 ნახვა

"ხალხის ძალა“ ფართოვდება, დღეს მოძრაობას 200-მდე ახალი წევრი შეემატა – ესენი არიან საკრებულოს წევრები და თანამდებობის პირები უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტიდან,- ამის შესახებ მოძრაობის ლიდერებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც მოძრაობის დამფუძნებლები აღნიშნავენ, ამ დრომდე მთავარი საფრთხე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებია.

"ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა და საჯარო განცხადებებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რამდენად სწორი და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება იყო, როცა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ჩამოვაყალიბეთ და ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დავისახეთ, საქართველოს მოსახლეობას ღიად ველაპარაკოთ იმ საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, მთავარი საფრთხე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებს უკავშირდებოდა და ჩვენი უპირველესი ამოცანა სწორედ ამ საფრთხის თავიდან აცილება იყო. ამის გაკეთება კი ერთადერთ ძალას, სწორად და დროულად ინფორმირებულ ხალხს და მის გადაწყვეტილებებს შეეძლო. ვფიქრობთ, რომ პირველი ეტაპის ამოცანა ჩვენმა მოძრაობამ (საზოგადოებასთან ერთად) წარმატებით შეასრულა, თუმცა, საფრთხეები ჯერ კიდევ არ არის განეიტრალებული“, - აღნიშნავენ მოძრაობის ერთი-ერთი დამფუძნებელი სოზარ სუბარი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი