პარლამენტის ბიუროს სახალხო დამცველობის კანდიდატები წარედგინება

24 ოქტომბერი 2022, 11:19 489 ნახვა

მმართველი გუნდისგან განსხვავებით საპარლამენტო ოპოზიციამ  სახალხო დამცველობის საკუთარი კანდიდატები პარლამენტს უკვე წარუდგინა. ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა და პარლამენტს განსახილველად 19-ვე კანდიდატი წარედგინება დღეს ბიუროს სხდომაზე. 

პოლიტიკურმა ჯგუფმა "მოქალაქეები" უკლებრივ ყველა მსურველი კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ, "ლელომ" და "რეფორმების ჯგუფმა" ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი წარადგინეს.

სახალხო დამცველის პოსტზე ორი კანდიდატი "ევროპელმა სოციალისტებმა" დაასახელეს - ისინი პარლამენტს ასარჩევად თინათინ ერქვანიასა და ლელა გაფრინდაშვილს სთავაზობენ.

პოლიტიკურმა ჯგუფმა "გირჩმა"  სახალხო დამცველის თანამდებობაზე იაგო ხვიჩია წარადგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი