ამერიკაში პრეზიდენტი უკვე აირჩიეს, თუმცა საქართველოში შესაძლოა პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვალოს. სწორედ საკონსტიტუციო რეფორმაა ის მთავარი თემა, რომელიც დღეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრისას აქტიურად განიხილებოდა. დელეგაციის ვიზიტის პირველი დღე შეხვედრებით დატვირთული იყო. ჯანი ბუკიკიო პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტს, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებს, კონსტიტუციონალისტებს და არასამთავრობო სექტორს შეხვდა. თბილისში იმყოფება ვენეციის კომისიის მდივანიც. რა საკითხები განიხილეს შეხვედრების დროს?