ეროვნული ლიგა ორის 23-ე ტურში ქობულეთის "შუქურამ" გასვლაზე უშუალო კონკურენტი მარტვილის "მერანი" დიდი ანგარიშით 0-4 დაამარცხა.
მე-13 და 37-ე წუთებზე მუსელიანმა გაიტანა და ტაიმი ქობულეთლებმა 0-2 მოიგეს.
მეორე ნახევარში რევაზ გოცირიძის გუნდმა "მერანს" კიდევ ორი გოლი გაუტანა.
69-ე წუთზე ბაშალეიშვილმა, ხოლო 85-ე წუთზე აფხაზავამ გამოიჩინა თავი.
ამ დროისთვის "შუქურას" 50 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ მარტვილის "მერანს" 13 ქულით უსწრებს.
მომდევნო ტურში ქობულეთის "შუქურა" 30 ოქტომბერს თბილისის "მერანს" უმასპინძლებს.