უმედლო დღე აბუ-დაბის გრანდ სლემზე

22 ოქტომბერი 2022, 17:06 1270 ნახვა

ქართველმა ძიუდოისტებმა აბუ დაბის გრანდ სლემის მეორე საჭიდაო დღეს ცუდად იასპარეზეს. ტურნირს ორივე მონაწილე პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა.

გიორგი ტერაშვილი აზერბაიჯანელ ვუსალ გალანდრზადესთან იპონით დამარცხდა. გიორგი ახალაური გიევორქ მანუკიანთან დამარცხდა.

ქართველმა ძიუდოისტმა შეხვედრა შიდოებით წააგო. აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღეს ტატამზე ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი და სოფიო სომხიშვილი გავლენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი