ქედაში სახლს ქვის ლოდი დაეცა - ექვსწევრიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

22 ოქტომბერი 2022, 17:20 3203 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგები ქედაში. სოფელ ზედა-ბზუბზუში ქვის ლოდი ფერდობიდან ჩამოვარდა და ღოღობერიძეების ექვსწევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა.

შემთხვევა გუშინ დილით მაშინ მოხდა, როცა ოჯახის  წევრები სახლში იმყოფებოდნენ. არავინ დაშავებულა, თუმცა ქვის ორსართულიანი სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა, კედლების ნაწილი ჩამოინგრა, ნაწილი კი დაიბზარა. ოჯახი თავს ახლობლებს აფარებს.

ქედის მერის განმარტებით,  ღოღობერიძეებს და კიდევ რვა ოჯახს, რომლებიც სტიქიის ზონაში ცხოვრობენ, დროებით ქირით უზრუნველყოფენ, კონპენსირების საკითხს კი გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე გადაწყვეტენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი