ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

21 ოქტომბერი 2022, 14:19 634 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგები დატოვა პარტიის სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანმა ნიკა ობოლაძემ. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვეღარ ხედავს იმ ძალას და ენერგიას, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.

როგორც ობოლაძემ თქვა, რამდენიმე კვირის წინ ჰქონდა ინიციატივა, მათ შორის, ნაციონალურ მოძრაობაში" რაღაც ახლის დაწყების, რაც მოიცავდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას.

„იმის მიუხედავად, რომ ამ ინიციატივამ კულისებს მიღმა დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, საჯაროდ ამან ვერ მოიპოვა მხარდაჭერა, ამიტომ ახლა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღეიდან არ გესაუბრებით „ნაციონალური მოძრაობის" სახელით", - აღნიშნა ობოლაძემ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი