თბილისში ასოციაცია „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ საერთო კრება მიმდინარეობს. მასში საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობენ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ასოციაცია ინტერმოდალური და მულტიმოდალური გადაზიდვების გაძლიერებას 2013 წლიდან ხელს უწყობს.