გოგა ბითაძემ NBA-ს ახალი სეზონის პირველი მატჩი უქულოდ დაასრულა

20 ოქტომბერი 2022, 13:03 939 ნახვა

გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" NBA-ს ახალი სეზონის პირველ მატჩი "ვაშინგტონ ვიზარდსს“ უმასპინძლა და 107:114 დამარცხდა.

ქართველი ცენტრმა შეხვედრაში მხოლოდ 10 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 2 მოხსნა, 2 გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

მასპინძელთა მხრიდან 26 ქულით ტაირის ჰალიბერტონი გამოირჩა. „ვაშინგტონის“ გამარჯვებაში კი დიდი როლი კაილ კუზმამ ითამაშა, რომელმაც 22 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

„ინდიანა პეისერსი" მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს შინ, „სან ანტონიოს“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი