სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი მალხაზ თავდგირიძე კიდევ ერთხელ გამოკითხეს. მისი ინფორმაციით, გამოძიებამ ტელეფონიდან მტკიცებულებები ამოიღო.
დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა დატოვა, აცხადებს, რომ თვენახევრის განმავლობაში მანდატის დასატოვებლად მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
გუშინ კი უწყებამ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ელგუჯა ბაგრატიონი და ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი მამუკა ჯევაიში გამოკითხა.
საქმე ეხება ყოფილი თანაპარტიელის ბრალდებას შანტაჟის და პერსონალური ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემის შესახებ.