აქცია დანდალოში

19 ოქტომბერი 2022, 14:37 2007 ნახვა

აქცია ქედაში. სოფელ დანდალოს მოსახლეობა კვესაურის მთიდან კობალთის მთისთვის წყლის მიწოდების წინააღმდეგია, სადაც ახალი  სისტემა უნდა მოეწყოს. აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ დაგეგმილი სამუშაოების შემდეგ წყლის დეფიციტი კვესაურის მთაზეც შეიქმნება.

ადგილობრივები დაწყებული სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ. მათ ქედის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდა.

მიიღეს დაპირება, რომ მერიასთან მოლაპარაკების საფუძველზე სამუშაოები შეჩერდება და მეზობელი მუნიციპალიტეტი ალტერნატიულ წყაროს მოიძიებს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი