ჩავარდება თუ დამტკიცდება კანონპროექტი გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში უნდა გახდეს ცნობილი. ცვლილებების მისაღებად კონსტიტუციური უმრავლესობა, 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, რომლის მიხედვითაც გენერალური პროკურორი 6 წლის ვადით 90 ხმის უმრავლესობით უნდა აირჩეს. თუკი მისი არჩევა 2 მცდელობით ვერ მოხერხდა, მაშინ პროკურორს 76 ხმით 1 წლის ვადით აირჩევენ.