გენერალური პროკურორის არჩევის წესი

18 ოქტომბერი 2022, 17:44 623 ნახვა

ვინ დაუჭერს მხარს პარლამენტში გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას ჯერ უცნობია. აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილება დაახლოებით ერთ საათში უნდა დამტკიცდეს. ოპოზიციაში საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი აცხადებს, რომ დოკუმენტი არასრულყოფილია, თუმცა მის მხარდაჭერას მაინც აპირებს, ნაწილი კი ცვლილებების მიღებაში მონაწილეობას საერთოდ არ აპირებს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ამბობენ, რომ გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება, თუმცა  მაინც დაუჭერენ  მხარს, რადგან მათ სურთ ქვეყნის ევროინტეგრაცია.   

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი