საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა და ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მთავარი განსახილველი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო კავშირებს თავდაცვის სფეროში.
აღინიშნა, რომ ახლახანს ხელმოწერილი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებს ყველა მიმართულებით ახალ იმპულსს შესძენს.
აგრეთვე, ყურადღება დაეთმო ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზადაა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.